მსოფლიოსიახლეები

მესა, რომელიც ათასობით ადამიანმა გააპროტესტა

ათასობით ბოსნიელმა გააპროტესტა საჯარო მესა, რომელიც დედაქალაქ სარაევოში იმ პრონაცისტი ხორვატი კოლაბორაციონისტებისა და სამოქალაქო პირების პატივსაცემად გაიმართა, მეორე მსოფლიო ომის ბოლოს კომუნისტმა პარტიზანებმა რომ მოკლეს.

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული მესის ჩატარებას ფართო მასშტაბით გმობდნენ, ბოსნია-ჰერცეგოვინისა და ხორვატიის კათოლიკურმა ეკლესიებმა იგი 16 მაისს სარაევოს საკათედრო ტაძარში მაინც ჩაატარეს.

კორონავირუსის პანდემიის გამო, მესაზე დასწრების უფლება მხოლოდ 20 ადამიანს მისცეს.

ტაძრიდან რამდენიმე ასეულ მეტრში ათასობით ადამიანმა საპროტესტო აქცია გამართა და მოძრაობა გადაკეტა.

ცერემონია, რომელიც ყოველი წლის მაისში, ავსტრიის ქალაქ ბლაიბურგში ტარდება, წელს პანდემიის გამო გაუქმდა.

სამაგიეროდ, ბოსნია-ჰერცეგოვინისა და ხორვატიის ეკლესიებმა იკისრეს მისი გამართვა ხორვატიის პარლამენტის მხარდაჭერით, რომელმაც 2016 წელს ღონისძიების სახელმწიფო დონეზე აღნიშვნა განაახლა. 2012 წელს ხორვატიამ აღნიშნული ღონისძიება გააუქმა კრიტიკის გამო, რომლის მიხედვითაც, ის ნაცისტებთან თანამშრომლობაში ბრალდებული „უსტაშას“ რეჟიმის რეაბილიტაციას ახდენდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button