მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

მესამე დღეა, ოჯახის წევრები 68 წლის თინა შიშნიაშვილს ეძებენ

მესამე დღეა, ოჯახის წევრები და ახლობლები, 68 წლის თინა შიშნიაშვილს ეძებენ.
გურჯაანის მუნიციპლიტეტის სოფელ ჯიმითში მცხოვრები პენსიონერი, 28 ნოემბერს გავიდა სახლიდან და აღარავის უნახავს.

გაუჩინარებული ქალის ხელჩანთა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა სოფელშია ნაპოვნი.
ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ ის შესაძლოა, თელავის მიმართულებით წასულიყო.

ოჯახის წევრების განმარტებით, ქალს გაფანტული სკლეროზის დიაგნოზი აქვს და შესაძლოა, სახლის მისამართს ვეღარ იხსენებს.

სამძებრო სამუშაოებში ჩართულია პოლიცია და სამაშველო ბრიგადები, რომლებიც შიშნიაშვილს სპეციალური ტექნიკის გამოყენებითაც ეძებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button