მნიშვნელოვანისიახლეები

გიგი უგულავა სასამართლოში მიიყვანეს

გიგი უგულავა მარნეულიდან თბილისის საქალაქო სასამართლოში მიიყვანეს.უგულავას საქმეზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. ის ამ წუთებში პროცესის დაწყებას ელოდება.

“მარნეული მოვიარე, გამიშვებენ კიდე სადმე კურორტზე ხაშურში. აბასთუმანში თუ არის კაპეზე, აბასთუმანის კაპეზეს ვითხოვ, სუფთა ჰაერზე, ან ბორჯომის”, – თქვა გიგი უგულავამ პროცესის დაწყებამდე.

დღევანდელ პროცესზე ჩვენ წარვადგენთ მტკიცებულებებს, უწყვეტ ვიდეომასალას, სადაც თვალნათლივ ჩანს, რომ არავითარი სამართალდარღვევა სახეზე არ ყოფილა. ვეცდებით დავარწმუნოთ მოსამართლეც, რომ გიგი უგულავა არ ცნოს სამართალდამრღვევად, – ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გიგი უგულავას ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა საქალაქო სასამართლოში მისვლის შემდეგ განაცხადა.

ადვოკატის განმარტებით, უგულავასთვის სანქციის სახით გათვალისწინებულია როგორც ჯარიმა, ასევე ადმინისტრაციული პატიმრობა, თუმცა იმ მტკიცებულებების ფონზე, რომელსაც წარადგენენ, არ ფიქრობს, რომ მას არა თუ პატიმრობას, არამედ ჯარიმას შეუფარდებენ.

“ნიშანდობლივია, რომ ხელისუფლებამ სრული 48 საათის განმავლობაში დატოვა გიგი უგულავა წინასწარი მოთავსების იზოლატორში. ამასთან, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ აქციებზე მოქალაქეების მასობრივად დაკავება არის უფლებების ფეხქვეშ გათელვა კანონის სახელით. სწორედ ამიტომ მოხდა გაზაფხულზე ცვლილებების შეტანა და გამკაცრდა სანქციები, როგორც წვრილმანი ხულიგნობისთვის, ასევე პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის. დღევანდელ პროცესზე ჩვენ წარვადგენთ მტკიცებულებებს, უწყვეტ ვიდეომასალას, სადაც თვალნათლივ ჩანს, რომ არავითარი სამართალდარღვევა სახეზე არ ყოფილა, ვეცდებით დავარწმუნოთ მოსამართლეც, რომ გიგი არ ცნოს სამართალდამრღვევად”, – აღნიშნა გიორგი კონდახიშვილმა.

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა სამართალდამცველებმა თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დააკავეს. უგულავა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით არის დაკავებული, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button