საქართველოში კორონავირუსის 4000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 4 459 შემთხვევა გამოვლინდა. Stopcov-ზე განახლებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში ვირუსს 65 ადამიანი ემსხვერპლა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 957 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით 51 321-ს შეადგენს. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 32 187, PCR ტესტით – 19 134
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 8,69%, ბოლო 14 დღის – 8,91%, ბოლო 7 დღის – 8,65%
სულ აცრილია – 2 183 335, დღიურად აცრილია – 11 999.
2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 850 102 შემთხვევა. მათგან 792 158 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 12 119 ადამიანი.
აქვე შეგახსენებთ რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში ვაქცინის „ბუსტერ“ დოზის გაკეთების ვადა შესაძლოა, 6-დან 3 თვემდე შემცირდეს.
როგორც ამირან გამყრელიძემ განაცხადა, აღნიშნულ საკითხზე იმუნიზაციის საბჭოზე იმსჯელებენ.
ამირან გამყრელიძე ასევე განმარტავს, რომ ამ ეტაპზე ქვეყანაში ადმინისტრირებულ ყველა ვაქცინაზე „ბუსტერი“ მეორე აცრიდან 6 თვის შემდეგ კეთდება. თუმცა, არის გამონაკლისიც, კერძოდ, „სინოფარმით“ და „სინოვაკით“ აცრილი 50 წელს ზემოთ მოსახლეობისთვის „ბუსტერ“ დოზების გაკეთება მეორე აცრიდან 3 თვის შემდეგ არის შესაძლებელი.
საქართველოში სპეციალური ჯგუფების “ბუსტერი” დოზებით აცრა 11 ოქტომბრიდან დაიწყო. ამ ეტაპზე ე.წ. ბუსტერით 14 039 მოქალაქეა აცრილი.