მნიშვნელოვანისაქართველო

“მეშახტეების აქცია შეწყდა, ხელფასები ორშაბათს გაიცემა” – ეკონომიკის მინისტრი

ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ტყიბულში საქნახშირის წარმომადგენლებს და რამდენიმე გაფიცულ მეშახტეს შეხვდა.
მინისტრის თქმით, “შედეგი მიღწეულია და აქცია შეწყდა”.

“დღეიდან ინვესტორი კომპანია არსებული ვითარების შესწავლას და საქმიანობას დაიწყებს, გადაიბარებს საქნახშირის ვალდებულებებს. 30 სექტემბრიდან კი, სახელფასო დავალიანებას დაფარავენ”, განაცხადა თურნავამ. მინისტრის განმარტებით, ეს არის ქართული კომპანია, რომელსაც ამ სფეროში დიდი გამოცდილება აქვს. თურნავას კომპანიის სახელი არ დაუკონკრეტებია.

სახელფასო დავალიანების გასტურებასთან ერთად მეშახტეები ტყიბულისთვის მაღალმთიანი რეგიონის სტატუსის მინიჭებას მოითხოვდნენ. ამბობდნენ, რომ ეს კომუნალურ გადასახადებს შეამცირებს და სოციალურ მდგომარეობას გააუმჯობესებს.

ტყიბულში მეშახტეების საპროტესტო აქცია მესამე დღეა, გრძელდებოდა. პროტესტის მიზეზი სახელფასო დავალიანებაა.

მსგავსი პოსტები

Back to top button