მნიშვნელოვანირეგიონი

ვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

გორის სასამართლოს მოსამართლემ სოფელ აღაიანში მომხდარ გახმაურებულ საქმესთან დაკავშირებით, საკუთარი შვილის მკვლელობაში ბრალდებულ დედას ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მოსამართლის გადაწყვეტილებას გარდაცვლილი ბავშვის მამის ახლობლების მხრიდან პროტესტი მოჰყვა.

გამოძიება უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ სასამართლო მსჯელობდა არასრულწლოვანი დედის საქმეზე, რომელსაც ბრალად საკუთარი მცირეწლოვანი შვილის მკვლელობა ედებოდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button