მეშვიდე დღეა ლაგოდეხში სამ მამაკაცს უშედეგოდ ეძებენ

მეშვიდე დღეა ლაგოდეხში, მდინარე კაბალის ხეობაში დაკარგულ სამ მამაკაცს უშედეგოდ ეძებენ.

ტყეში გაუჩინარებულების ახლობლები სამძებრო სამუშაოებში დახმარებას უკვე მოსაზღვრე სახელმწიფოს სთხოვენ.

როგორც კახეთის გუბერნატორმა ირაკლი შიოლაშვილმა განაცხადა, “საგარეო საქმეთა სამინისტრო შეეცდება, რომ მოსაზღვრე სახელმწიფო სამძებრო სამუშაოებში ჩართოს”.

შს სამინისტრო სამი მამაკაცის ადგილსამყოფელის დადგენას 29 დეკემბრიდან ცდილობს. სამუშაოებს შს სამინისტროს ვერტმფრენი და სამაშველო სამსახურის ჯგუფები ახორციელებენ.

მოუსმინეთ აუდიო მასალას

მსგავსი პოსტები

Back to top button