Metallica-მ სუპერმარკეტში იმღერა [Video]
ამერიკულმა საკულტო ჰევი-მეთალ-ჯგუფმა, Metallica-მ თავისი ყველაზე ცნობილი ჰიტი Enter Sandman ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ სუპერმარკეტში ხორცის გამყიდველთან ერთად იმღერა, – იუწყება TMZ.
მუსიკოსებმა: ჯეიმს ჰეთფილდმა, ლარს ულრიხმა, კირკ ჰემეტმა და რობერტ ტრუხილიომ პერფორმანსი სუპერმარკეტში მაშინ მოაწყვეს, როცა იქ პოპულარულ კომიკოს ბილი აიკნერის შოუს – “ფულის საკითხის” გადაღება მიმდინარეობდა.
Metallica 1981 წლიდან მოღვაწეობს და დიდი გავლენა მოახდინა თრეშ-მეტალის განვითარებაზე.
გამოცემის ინფორმაციით, Metallica-მ თავისი ბოლო ალბომი, სახელწოდებით Hardwired…To Self-Destruct. 18 ნოემბერს გამოუშვა, რომელიც ჯგუფის რიგით მეათე დისკი გახდა.