მეტროპოლიტენის მემანქანეები გაფიცვით იმუქრებიან
თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეების ნაწილმა გამაფრთხილებელი აქცია გამართა. ისინი ხელმძღვანელობისგან სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და ხელფასების გაზრდას მოითხოვენ.
მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეები გაფიცვით იმუქრებიან. მათი თქმით დღეს შესაბამის უწყებებში შეიტანენ განცხადებებს წინასაგაფიცვო მოქმედებების დაწყების შესახებ.
მემანქანეები ასევე მოითხოვენ, ღამის საათებში 22:00-დან 06:00-მდე სამუშაო საათები განსხვავებული ტარიფით აუნაზღაურდეთ.
დედაქალაქის მერია მეტროპოლიტენის თანამშრომლებისთვის ხელფასების გაზრდას არ გეგმავს. ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა.
„მერიას ხელფასების მომატებასთან დაკავშირებით რესურსი არ აქვს, ვინაიდან წელს ჩვენ მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული რესურსების ოპტიმიზაცია გამოვაცხადეთ და ეს ეხება ყველა სამსახურს. შემცირებით არ შეგვიმცირებია, მაგრამ გაზრდის რესურსი წელს არ გვაქვს“, – განაცხადა ნარმანიამ.