მეტროპოლიტენში მოძრაობა აღდგა
თბილისის მეტროპოლიტენის სამი სადგური – „ვარკეთილი“, „სამგორი“ და „ისანი“, მუშაობის შეფერხების შემდეგ, მგზავრებს კვლავ ემსახურება.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განაცხადებით, მეტროპოლიტენის სამ სადგურზე მუშაობის შეჩერება სადგურ „სამგორზე“, საკონტაქტო რელსზე ძაბვის მიწოდების შეფერხებამ გამოიწვია. მეტროსადგურების გვირაბებიდან მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა.
09:55 საათიდან პირველ ხაზზე მატარებლები მოძრაობდნენ ზონურად – „ახმეტელის თეატრიდან“ „300 არაგველამდე“.