მნიშვნელოვანისაქართველო

მეტროს მემანქანეები ხელფასის მომატებას მოითხოვენ

თბილისის მეტროპოლიტენში შესაძლოა მასშტაბური გაფიცვა დაიწყოს.

250 მემანქანე ხელფასის მომატებას ითხოვს. მერიას მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ვადა სამშაბათამდე აქვს. ვიდრე მუნიციპალიტეტი საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს, დასაქმებულების მოთხოვნები ვიცე მერმა, სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენლებმა და ჯანდაცვის სამინისტროს მედიატორმა მოისმინეს.

დედაქალაქის ვიცე მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიას ამ ეტაპზე არ აქვს შესაძლებლობა, რომ მემანქანეთახელფასი იმ რაოდენობით გაზარდოს რამდენსაც მეტროპოლიტენის თანამშრომლები ითხოვენ. დღეისთვის მემანქანეთა საბაზო ხელფასი 1054 ლარია.

პროფკავშირებში აცახდებენ, რომ დასაქმებულებს მუშაობა მძიმე პირობებში უწევთ და მემანქანეების ხელფასების 45% მომატებას ითხოვენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button