მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

მეუფე იოანე ჟურნალისტს თავდასხმის პროვოცირებაში ადანაშაულებს

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე ჟურნალისტ რატი წვერავას თავდასხმის პროვოცირებაში ადანაშაულებს. მისი მტკიცებით, წვერავამ „საროჩკა თვითონ შემოიხია და ჩხუბი დაიწყო

“ვეუბნები, აქ ნუ მოხვალ. არა, მე მინდა აქ. [ვეუბნები] ეს ზონა შენთვის არაა. გაყავთ, “ა, ხელით შემეხეთ, ხო”? და წიხლებს იტყმევინება. უარესს, კიდევ იწვევს აგრესიას. ცივ წყალს ასხამენ და იძახის, 200 მეტრი მიწაზე მათრიესო, ვინ გათრია? გამოგაგდეს. საროჩკა სველი ჰქონდა წყლისგან, შემოიხია, გადააგდო. გაიქცა ქუჩის მეორე მხარეს და იქ დაიწყო ჩხუბი. იძახის მღვდელმა არ მიშველაო. რაში დაგეხმარო, ძმაო? შენთან ერთად ვლანძღო? გარშემო ხალხი? ელემენტარული ეთიკური ნორმები საზოგადოებისა დაარღვიე და ითხოვ პატივისცემას? რას? თავხედობის, კადნიერების, უტიფრობის? ძალადობის? დაუშვებელია”, – ამბობს მიტროპოლიტი

5 ივლისს ღირსების მარშის საწინააღმდეგო აქციაზე ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფები ფორმულას ჟურნალისტს, რატი წვერავას სასტიკად გაუსწორდნენ. ჟურნალისტი სასულიერო პირებთან მივიდა, სადაც ქუთათელ-გაენათელი ეპისკოპოსი, იოანე გამრეკელიც იდგა. წვერავას სწორედ მისთვის სურდა კითხვის დასმა, როცა მას ხელი ჰკრეს და სცემეს.

“200 მეტრზე მათრიეს. ასამდე ადამიანი მირტყამდა ისე, რომ არც ერთი პოლიციელი არ გამოჩენილა, რომელიც გადამეფარებოდა. ქაშვეთის ეკლესიასთან ჩასასველში ერთადერთი პოლიციელი გამოჩნდა, მაგრამ ის უძლური იყო. ბრბო მირტყამდა, არ აინტერესებდა, ჟურნალისტი ვიყავი თუ არა. სასულიერო პირები და აქციის ორგანიზატორები. პერანგი მეცვა და შემომახიეს. მირტყამდნენ. თავი დახრილი მქონდა და ვიგუდებოდი, ვითხოვდი, იქნებ ვინმე დამეხმაროს-მეთქი და არავინ დამეხმარა. უბრალოდ უნდოდათ, მოვეკალი. სიტყვიერად და ფიზიკურად ხომ გვიპირისპირდებოდნენ, ერთი ნაბიჯია, რომ ამ ადამიანებმა მოგკლან.

მეუფე იოანე გამრეკელისთვის კითხვა უნდა დამესვა, რატომ იყო მოსული და მოსწონდა თუ არა ის, რომ ფიზიკურად უსწორდებოდნენ ადამიანებს. ეს უნდა მეკითხა სასულიერო პირისთვის, რომელიც მოგვიწოდებს, რომ უნდა ვიყოთ მშვიდობიანები. და თავად იოანე გამრეკელი ხედავდა, როგორ გამიყვანეს და დამიწყეს ცემა”. – ყვება ჟურნალისტი რატი წვერავა.

შეგახსენებთ ,“თბილისი პრაიდის” მიერ, 5 ივლისს დაგეგმილი “ღირსების მარში” მოძალადე ჯგუფების მასშტაბური აგრესიის გამო გაუქმდა. დილას მთავრობის სხდომის დაწყებამდე, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ “ღირსების მარშის” რუსთაველის გამზირზე ჩატარებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევდა.

5 ივლისს დილიდან სასულიერო პირები საპატრიარქოს ორგანიზებით და მოძალადე ჯგუფები თბილისის სხვადასხვა ნაწილში თავს დაესხნენ მედიას. შსს-ს ოფიციალური მონაცემებით, 55 პირზე იძალადეს, მათ შორის 53 სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენელია.

მსგავსი პოსტები

Back to top button