რეგიონისიახლეები

მეუფე სტეფანე ბარბარობის დღესასწაულს,მარტვილის ბარბარეკარის დედათა მონასტერს ეწვია

დედა სოსანა წლები მარტვილში წმინდა ნინოს ტაძრის წინამძღვარი იყო. იგი მეუფე სტეფანემ განკვეთა.

მეუფე სტეფანე ბარბარობის დღესასწაულს,მარტვილის ბარბარეკარის დედათა მონასტერს ეწვია შერიგების მიზნით. ამ ტაძარში რამდენიმე თვეა იმყოფება მის მიერ განკვეთილი დედა სოსანა.

როგორც სალხინო-წაჩხურუს მრევლის მიერ გავრცელებული პოსტიდან ვკითხულობთ,დედა სოსანასგან მან შერიგების ნაცვლად მხილება მიიღო.

“ბარბარობის წმინდა დღესასწაულზე “ცრუ” ეპისკოპოსმა სტეფანემ გადაწყვიტა მეუფე პეტრესთვის მიებაძა და როგორც მეუფე პეტრე ყოველწლიურად პარაკლისს აღასრულებდა ბარბარეკარში.
მონასტერში მისულ ცრუ და ფარისეველ სტეფანეს თითქოს შერიგება სურდა, პასუხად კი დედა სოსანასგან მან მიიღო მხილება, სადაც დედაო მიუთითებდა ,რომ ცრუ ეპისკოპოსს არ ქონდა უფლება შესულიყო დედათა მონასტერში ,პასუხად სტეფანემ ჩვეულებისამებრ გალობა დაიწყო ქრისტე მოდის , ქრისტე მოდის და კარზე ბრახუნი გააგრძელა, დედაომ მიანიშნა რომ მას საერთო ქრისტესთან და ქრისტიანობასთან არაფერი ქონდა და მოუწოდა ჭეშმარიტი ქრისტიანობის არსი გაეგო, ქრისტიანობა მაღალი იდეალია რასაც სტეფანეს გული და გონება ვერ შეწვდევა , მორალი, ზნეობა და ზრდილობის სწავლაა პირველი ქრისტიანული ნაბიჯი…
ერთ რჩევას მოგცემთ ფარისეველო სტეფანე:სიტყვიდან სიტყვამდე ფიქრია საჭირო, რომ გული არასდროს არავის ატკინო…
“ცრუ” სტეფანე გაგინათდეს გონება, რომ სასუფევლის კარიც ისეთი დაკეტილი არ დაგხვდეს , როგორიც დღეს დაგხვდა….”,-ვკითხულობთ პოსტში.

დედა სოსანა და მორჩილი ნინო თითქმის წელიწადია ბარბარეკარის დედათა მონასტერში ცხოვრობენ. მანამდე დედა სოსანა წლები მარტვილში წმინდა ნინოს ტაძრის წინამძღვარი იყო. იგი მეუფე სტეფანემ განკვეთა.

მსგავსი პოსტები

Back to top button