მნიშვნელოვანისიახლეები

2 თვიანი პატიმრობა უკანონოდ დაკავებულ მამუკა ჩხიკვაძეს

საოკუპაციო რეჟიმმა უკანონოდ დაკავებულ მამუკა ჩხიკვაძეს ცხინვალში 2 თვიანი პატიმრობა მიუსაჯა, ინფორმაციას სუს-ი ადასტურებს.

12 დეკემბერს რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზთან 1 ადამიანი დააკავეს. 2 დღით ადრე, 10 დეკემბერს ოკუპანტებმა გაიტაცეს 2 მოქალაქე, მათგან ერთ-ერთი სოფელ ბრეთის მცხოვრები, ყოფილი ჯარისკაცი მამუკა ჩხიკვაძეა.

ის შავნაბადას ბატალიონში მსახურობდა და ერაყის და ავღანეთის მისიებში მონაწილეობდა.

ყოფილი ჯარისკაცი მამუკა ჩხიკვაძე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს და ცხინვალში გადაიყვანეს, მანამდე ის ჯერ შინდისის გმირთა მემორიალთან იმყოფებოდა, მოგვიანებით კი ნიქოზის სასაფლაოსთან ნახეს. 14 დეკემბერს მისმა მეგობრებმა გავრცელეს ინფორმაცია, რომ ჩხიკვაძეს ცხინვალის იზოლატორში სცემენ და არაადამიანურად ეპყრობიან.

მსგავსი პოსტები

Back to top button