მნიშვნელოვანისიახლეები

პარლამენტის საშემოდგომო სესია დაიხურა

დეპუტატები ზამთრის არდადეგებზე წასვლას ჯერ არ აპირებენ

პარლამენტის საშემოდგომო სესია დაიხურა. სესია დახურულად პლენარულ სხდომაზე გამოცხადდა, რის შემდეგაც საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა.

ამასთან, დეპუტატები ზამთრის არდადეგებზე წასვლას ჯერ არ აპირებენ. არსებული ინფორმაციით, დეკემბრის ბოლომდე რამდენიმე რიგგარეშე სხდომა გაიმართება.

საკანონმდებლო ორგანო მომავალი კვირიდან საქმიანობას რიგგარეშე სხდომების ფორმატში გააგრძელებს.

მომავალ კვირას დაგეგმილია ორი რიგგარეშე სხდომა, სადაც კანონპროექტების განხილვა და მიღება იგეგმება. დღევანდელი საშემოდგომო სესია მინისტრის საათის ფორმატით დაიხურა, სადაც დეპუტატებმა იუსტიციის მინისტრს რატი ბრეგაძეს მოუსმინეს.

რეგლამენტის გათვალისწინებით, საშემოდგომო სესია დეკემბრის მესამე პარასკევს იხურება. საგაზაფხულო სესია კი თებერვლის პირველ სამშაბათს გაიხსნება.

რაც შეეხება საგაზაფხულო სესიას, ის თებერვლის პირველ სამშაბათს გაიხსნება.

მსგავსი პოსტები

Back to top button