მნიშვნელოვანისიახლეები

პრემიერ-მინისტრი შესაძლოა ეკატერინე ტიკარაძე გახდეს

რადიო ჰერეთის წყაროს ცნობით, მოქმედი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი თანამდებობას წლის ბოლომდე დატოვებს.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის კანდიდატურა განიხილება.

ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა ცოტა ხნის წინ დატოვა.

ტიკარაძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ თანამდებობიდან მიდის, თუმცა პარტიის პოლიტიკურ საბჭოში კვლავ განაგრძობს მუშაობას.

მიგვიანებთ ცნობილი გახდა, რომ ტიკარაძე დეკემბერის ბოლომდე შეასრულებს მინისტრის მოვალეობებს.

როგორც მინისტრმა თქვა, სამწლიანი საკმაოდ ინტენსიური მუშაობის შემდეგ, პრემიერთან და პარტიის თავმჯდომარესთან კონსულტაციები გაიარა და პარტიის მმართველობაში დარჩება. როგორც ის აცხადებს, სწორედ პოლიტსაბჭოდან იმუშავებს ქართული ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სისტემების გამყარებასა და გაძლიერებაზე.

ტიკარაძის თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან დაპირისპირება სახელდება. სხვადასხვა მედიაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია მინისტრსა და პრემიერს შორის არსებული ღია დაპირისპირების, მათ შორის, ხმამაღალი კამათის შესახებ.

ტიკარაძე ჯანდაცვის მინისტრად 2019 წლის ივნისში დაინიშნა.

რადიო ჰერეთის წყაროს ცნობით, მოქმედი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი თანამდებობას წლის ბოლომდე დატოვებს.

წაიკითხეთ ასევე👇

ტიკარაძე: პატრიარქმა დამლოცა ჩემს მომავალ გზაზე

მსგავსი პოსტები

Back to top button