რეგიონი

მეუფე სტეფანის მიერ განკვეთილი სასულიერო პირების თქმით მას წირვის ჩატარების უფლებას არ მისცემენ

მარტვილის სოფელ ბალდაში, მამათა მონასტერში ამ წუთებში მეუფე სტეფანეს მოსვლას ელოდებიან, აქ არიან მეუფე სტეფანის მიერ განკვეთილი სასულიერო პირები, რომლებიც ამბობენ, რომ მეუფეს წირვის ჩატარების უფლებას არ მისცემენ.

ადგილზე ჩოხოსნები არიან ჩასულები, მათსა და მამა ათინოგენეს შორის მცირე სიტყვიერ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი.

ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც.

ბალდის მამათა მონასტერის მიმდებარე ტერიტორიაზე სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები გამოჩდენენ. მეუფე სტეფანე ამ დრომდე ტაძრის კარს ვერ აღებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button