კრიმინალიმნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

შაქარაშვილის საქმეზე დღეს მთავარი მოწმის დაკითხვა იგეგმება

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის განხილვა  ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება. შესაძლოა დღეს ერთ-ერთი მთავარი მოწმე ვახო ახვლედიანი დაიკითხოს

სასამართლოს წინაშე წარსდგებიან სასამართლო სამედიცინო ექსპერტებიც, რომლებმაც სასამართლოს შეკითხვებს წინა პროცესებზეც უპასუხეს და არ გამორიცხეს, რომ შაქარაშვილს მიღებული დაზიანებები არა ვინმეს მხრიდან დარტყმით, არამედ ვარდნით ან რაიმესთან შეჯახებით მიეღო.

შეგახსენებთ, 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე, შსს-მ 26 ივნისს 17 ადამიანი დააკავა. 11 აგვისტოს პროკურატურამ 5 მათგანს ბრალი დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით წარუდგინა.

მსგავსი პოსტები

Back to top button