მნიშვნელოვანიმოზაიკასაქართველოსიახლეები

„ასტრაზენეკას“ მეორე დოზით აცრის პროცესი დღეიდან იწყება

საქართველოში დღეიდან იწყება „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მეორე დოზით აცრის პროცესი. იმ მოქალაქეების რეგისტრაცია, რომელთაც ვაქცინის პირველი დოზა უკვე გაკეთებული აქვთ, შესაბამის პორტალზე 5 მაისს დაიწყო.

„ასტრაზენეკა“ – კომპანია AstraZeneca-ს და ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული ვაქცინაა, რომლის ეფექტიანობაც 63%-დან 82,4%-მდე მერყეობს. აცრა ტარდება ორ დოზად – 8-12 კვირის ინტერვალში. პირველადი აცრა საქართველოში 15 მარტიდან დაიწყო.

5 აპრილიდან ამ ვაქცინით აცრა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ფარგლებში მხოლოდ 55 წლის ასაკს ზემოთ მყოფ მოქალაქეებს შეუძლიათ ისევე, როგორც დიალიზზე მყოფ და ორგანოგადანერგილ პაციენტებს. ასაკობრივი შეზღუდვა არ ვრცელდება მათზე, ვინც პირველი დოზით აცრა ასტრაზენეკის ვაქცინით ჩაიტარა.

საქართველოში „ასტრაზენეკას“ პირველი 43 200 დოზა 13 მარტს შემოვიდა, მეორე 43 000 დოზა კი 6 მაისს.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოში 15 მარტიდან დაიწყო

მსგავსი პოსტები

Back to top button