Microsoft-ის მიერ შექმნილი ჩუმი ოთახი გინესის რეკორდების წიგნშია შეტანილი [Photo/video]

გამოცემა The Business Insider-მა მსოფლიოში ყველაზე ჩუმი ოთახის შესახებ მოგვითხრო, რომელიც კომპანია Microsoft-ის ერთ-ერთ კამპუსში მდებარეობს და გინესის რეკორდების წიგნშია შეტანილი.

გამოცემის ერთ-ერთი ავტორი აღნიშნულ ოთახს ეწვია და განაცხადა, რომ იქ ენით აუწერელი სიჩუმე სუფევს.

“მეგონა, რომ ვგიჟდები”, – აღნიშნა ჟურნალისტმა მეთ ვაინბერგერმა.

ავტორის თქმით, Microsoft-მა ჩუმი ოთახი სამეცნიერო კვლევებისთვის ააშენა, კერძოდ, პლანშეტებისა და ნოუთბუქების აკუსტიკური სისტემის გასაუმჯობესებლად.

ყველაზე ჩუმ ოთახში გავრცელებული ბგერა 2 მოლეკულის დაჯახების დროს გამოცემულ ხმაურს არ აღემატება.

“როცა კარი დახურულია, შენი ხმა სხვანაირად ჟღერს იმიტომ, რომ კედლები ბგერის ტალღას არ ატარებს და გარე სამყაროს ნებისმიერი ხმაური ქრება. ოთახიდან გამოსვლის შემდეგ დავაფიქსირე, რომ აბსოლუტური სიჩუმის ზეგავლენის ქვეშ მყოფმა, ორიენტაცია დავკარგე”, – აღნიშნა ავტორმა.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”40193″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button