მიგრანტებმა “ჯუნგლები” გადაწვეს [Video]

26 ოქტომბერს, გამთენიისას, კალეს (საფრანგეთი) ლტოლვილთა ბანაკ “ჯუნგლებს” ხანძარი გაუჩნდა.
მიგრანტთა ჯგუფმა რამდენიმე ცარიელ კარავს ცეცხლი მოუკიდა. საბედნიეროდ, ინციდენტს მსხვერპლი არ მოყოლია.
“მათ ვთხოვეთ, რომ ეს არ გაეკეთებინათ, მაგრამ ყური არ დაგვიგდეს და რამდენიმე კარავი გადაწვეს. საბედნიეროდ, სახანძრო ბრიგადა აქ გამუდმებით მორიგეობს და ხანძრის ლოკალიზება მოახერხა”, – განაცხადა რეგიონის პრეფექტმა, ფაბიენ ბუჩემ.
როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის სექტემბერში საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ბერნარ კაზნევმა განაცხადა, რომ ბანაკს სრული დემონტაჟი ჩაუტარდება, რომლის სამხრეთი ნაწილი ჯერ კიდევ გაზაფხულზე დაანგრიეს, ხოლო მეორე ნაწილში მცხოვრები ლტოლვილების გადასახლება 24 ოქტომბრიდან უკვე დაიწყო.
ხანძრის მიუხედავად, მიგრანტთა საევაკუაციო სამუშაოები კვლავ გრძელდება. “ჯუნგლებიდან” 4 ათასი ლტოლვილი უკვე გაიყვანეს, რაც ბანაკში მცხოვრებთა ნახევარს შეადგენს. ხელისუფლებამ მიგრანტები, 60 ავრობუსის გამოყენებით, საფრანგეთის სხვა რეგიონებში გადაასახლა და თავშესაფრებში დაასახლა.
შეგახსენებთ, რომ “ჯუნგლების” დემონტაჟი 24 ოქტომბერს დაიწყო, რაზეც მიგრანტებმა პროტესტი განაცხადეს და პოლიციას შეეტაკნენ. მაშინ ლტოლვილთა 50-კაციანმა ჯგუფმა პოლიციას ბოთლები დაუშინა, საპასუხოდ, სამართალდამცველებმა ბოლის შაშხანები გამოიყენეს.