მიგრანტებმა პირი ამოიკერეს [Photo/video]
მიგრანტებმა, რომლებიც საბერძნეთისა და მაკედონიის საზღვარზე გაიჭედნენ, ევროპისკენ გზის გაგრძელების შეუძლებლობის გამო, პირი ამოიკერეს, – გადმოსცემს BBC.
სოფელ ეიდომენთან, 6 ნახევრადშიშველი პირამოკერილი მამაკაცი პოლიციის კორდონის წინ, სარკინიგზო ლიანდაგზე მოთავსდა. მიგრანტებს შუბლზე და მკერდზე წარწერები ჰქონდათ: “სამართლიანი თავისუფლება” და “ირანი”.
როგორც ჩანს, აქციის მონაწილეები ირანიდან, ქურთული უმცირესობის წარმომადგენლები იყვნენ. მათ ბანგლადეშელი და მაროკოელი ლტოლვილებიც შეუერთდნენ, რომლებსაც საზღვრის გადაკვეთა აუკრძალეს და ეკონომიკურ მიგრანტებად გამოაცხადეს.
ჯამში, აქციაში მონაწილეობა 100-ზე მეტმა მიგრანტმა მიიღო მას შემდეგ, რაც მაკედონია საზღვარზე მხოლოდ შეირაღებული კონფლიქტის ზონებიდან გამოქცეულ ადამიანებს ატარებს.
[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”23731″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]