მიგრანტებმა საბერძნეთი კუნძულზე ამბოხი მოაწყვეს [Video]

მიგრანტებმა საბერძნეთის კუნძულ სამოსსზე მოქმედ განთავსების ცენტრში (hotspot) ამბოხი მოაწყვეს. ცენტრი 250-მა ადამიანმა დატოვა, – იუწყება ადგილობრივი გამოცემა

ცენტრში 560 მიგრანტია განთავსებული, რომლებმაც იდენტიფიკაციის პროცესი და რეგისტრაცია არ გაიარეს, ამიტომ მათ ტერიტორიის დატოვება ეკრძალებათ.

მღელვარება მაშინდაიწყო, როცა ლტოლვილებმა 2 პოლიციელს, რომელიც ცენტრს იცავდა, კარიბჭის გახსნა და მათი გაშვება სთხოვეს. ინციდენტის ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა და სანაპირო დაცვის თანამშრომლებმა მეამბოხეთა დამშვიდება სცადეს, მაგრამ დანებითა და მინის ნატეხებით შეიარაღებულმა უკმაყოფილო მიგრანტებმა კარიბჭის დანგრევა დაიწყეს. ვინაიდან ცენტრის ტერიტორიაზე ქალები და ბავშვები იმყოფებიან, პოლიციის უფროსმა ორსაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ კარიბჭის გახსნა გადაწყვიტა.

ამის შემდეგ, 250-მდე ადამიანი პორტისკენ დაიძრა იმ იმედით, რომ რომელიმე გემში ჩასხდომას მოახერხებს.

შეგახსენებთ, რომ შეთანხმება ბრიუსელსა და ანკარას შორის, რომლის თანახმად, ევროკავშირის ტერიტორიაზე შემსვლელ მიგრანტთა რაოდენობა მკაცრად უნდა შეიზღუდოს, მიმდინარე წლის 20 მარტს ძალაში შევიდა. შეთანხმების თანახმად, ყველა არალეგალ მიგრანტს, რომელიც საბერძნეთში თურქეთიდან შევიდა, ისევ თურქეთის ტერიტორიაზე დააბრუნებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button