მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში დაბრუნდება საქართველოში

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მტკიცებით, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად, მათ შორის, საჭიროა, მას მიეცეს სამშობლოში დაბრუნების საშუალება.

სააკაშვილმა 27 აპრილს გავრცელებულ ვიდეო-მიმართვაში განაცხადა რომ ნიკა მელია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე დაუყოვნებლივ იქნას გათავისუფლებული, „ყოველგვარი დამამცირებელი პირობების გარეშე, იმ მოთხოვნებით, რომლებიც მან წამოაყენა“; შეწყდეს პოლიტიკური დევნა „უამრავი ადამიანის“. მისივე თქმით, სიტუაციის სრული ნორმალიზაციისთვის, ასევე, საჭიროა:

„მოვუწოდებ ყველა პარტიას, დადგნენ ვიწროპარტიულ ინტერესზე მაღლა. ნუ ჩათვლით, რომ სააკაშვილი თუ ვერ შემოდის ქვეყანაში ეს გიადვილებთ სიტუაციას. პირიქით, გვიძნელებს! მე მინდა, თქვენთან ერთად გადავლახოთ… მაგრამ მიუხედავად იმისა, თქვენ რას გადაწყვეტთ, მე მაინც დავდგები ჩვენი ხალხის გვერდზე“


სააკაშვილის ეს პირველი დაპირებაა არ არის, როდესაც მან ღიად განაცხადა რომ ქვეყანაში დაბრუნდებოდა. 

მან კიდევ ერთი დაპირება 20 აპრილს დადო ფეისბუქით, საცად თქვა რომ  2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ საქართველოში ჩამოვა და „თუნდაც სიცოცხლის რისკის ფასად“ იქნება ამ პროცესის დამსწრე და მონაწილე.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის ივნისში მიხეილ სააკაშვილს დაუსწრებლად 6-წლიანი პატიმრობა მიესაჯა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე; თუმცა იგი აღნიშნულს სიცრუეს და გამოგონილს უწოდებს. მან ერთ-ერთ ტელეეთერში განაცხადა, რომ მას კავშირი გელაშვილის საქმესთან არ ჰქონია.

2018 წლის იანვარში, მიხეილ სააკაშვილს დაუსწრებლად მიესაჯა 3-წლიანი პატიმრობა სანდრო გირგვლიანის მკვლელობასთან დაკავშირებული საქმის ფარგლებშიც.

წაიკითხეთ ასევე

“აბა თქვენ იცით!” – სააკაშვილი არჩევნებამდე არ ჩამოვა

Miha Hamodi – “ქართული ოცნება” სააკაშვილის ვიდეომიმართვას ეხმაურება

 

მსგავსი პოსტები

Back to top button