მიხეილ სააკაშვილი: I ❤ Odessa [Video]

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე მარკ ბერნესის ჩანაწერი  – “Шаланды полные кефали” გამოაქვეყნა და პოსტს: I ❤ Odessa წააწერა.  

სოციალურ ქსელში ფიქრობენ, რომ სააკაშვილმა ამ პოსტით ფაქტობრივად დაადასტურა ქართულ და უკრაინულ ზოგიერთ მედიასაშუალებაში გავრცლებული ცნობა, რომ მისი წარდგენა, 30 მაისს, ოდესის გუბერნატორად მოხდება.

როგორც უკრაინული მედია წერს, საქართველოს ექსპრეზიდენტი გუბერნატორობის ფუნქციების პარალელურად პოროშენკოს მრჩევლის თანამდებობასაც შეინარჩუნებს.

ინფორმაციას თავის გვერდზე ადასტურებს უკრაინის ეკოლოგიის მინისტრი იგორ შევჩენკოც.თუმცა მან მოგვიანებით ბოდიშის წერილი გაავრცელა არაზუსტი ინფორმაციის გავრცელებისთვის: “ბოდიშს ვიხდი უზუსტობის გამო, რომელიც ჩემს წინა პოსტში იყო მიხეილ სააკაშვილის დანიშვნასთან დაკავშირებით. უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა მართლა მიიღო მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, მაგრამ ეს ეხებოდა არა დანიშვნას, არამედ რეკომენდაცის უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთვის, რომ ოდესის გუბერნატორის პოსტზე დაინიშნოს მიხეილ სააკაშვილი”, – წერს უკრაინის ეკოლოგიის მინისტრი და აქვე აღნიშნავს, რომ ახლა საბოლოო გადაწყვეტილება პრეზიდენტზეა, როგორც ეს კონსტიტუციითაა გათვალისწინებული.
ის იმედოვნებს, რომ პრეზიდენტი მთავრობის ამ წარდგინებას მხარს დაუჭერს და მიხეილ სააკაშვილს ოდესის გუბერნატორად დანიშნავს.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button