შსს_ს წარმომადგენლები პარლამენტთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს ჩხრეკენ

“არა რუსულ კანონს – გამოდი ღირსების დასაცავად!”, – ამ სახელწოდებით პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეები რუსული კანონის გასაპროტესტებლად საკანონმდებლო ორგანოსთან და მის მიმდებარე ტერიტორიებზე უკვე იკრიბებიან
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები პარლამენტთან შეკრებილ მშვიდობიან მოქალაქეებს ჩხრეკენ.
ჩხრეკენ ყველას ვინც ამ ქუჩებზე გადაადგილდება.
“ზედაპირული დათვალიერება” – ამბობს შსს-ს ერთ-ერთი თანამშრომელი კითხვაზე, რატომ ჩხრეკს მოქალაქეს.
ამასთან შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაკავებების სერია განაახლა. ცნობილი ხდება რომ ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი სამოქალაქო აქტივისტი დააკავეს. ამ დროისთვის არ არის ცნობილი, სად და რა ვითარებაში აიყვანეს აქტივისტი
კერძოდ, შსს-ს წარმომადგენლები რუსთაველის გამზირზე მყოფ მოქალაქეებს მოუწოდებენ, ჩანთები გახსნან დათვალიერების მიზნით.
სამართალდამცველები არ განმარტავენ, თუ რას უკავშირდება აღნიშნული ქმედება