მნიშვნელოვანისიახლეები

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას შესაბამისი კონტროლი ეწევა-მაჭარაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას შესაბამისი კონტროლი ეწევა.

ქართული ოცნების” წევრის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის შიმშილობა პროტესტთან არაა დაკავშირებული და ეს სპეკულაციაა, რათა მან და მისმა გუნდმა “პოლიტიკურ დღის წესრიგზე იტივტივოს– განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, არ არსებობს პროფესიული დასკვნა, რომ სააკაშვილს რომელიმე სამედიცინო მომსახურება სჭირდება, რომელსაც მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში ვერ მიიღებს.

როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, ცუდია, რომ დეპუტატები საკანონმდებლო საქმიანობის ნაცვლად გაურკვეველი მიზნით შიმშილობენ.

მაჭარაშვილის განცხადებით, მათ პოლიტიკური რესურსი აღარ აქვთ და შიმშილობას და გზების გადაკეტვას მიმართავენ.

შეგახსენებთ, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის 47-ე დღეა. ამასთან, პარლამენტში შიმშილობა გამოაცხადეს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა: დავით კირკიტაძემ, აკაკი მინაშვილმა, თემურ ჯანაშიამ, ბაჩუკი ქარდავამ, ნიკა მაჭუტაძემ, გიორგი გოდაბრელიძემ, სულხან სიბაშვილმა, ლევან ბეჟაშვილმა, აბდულა ისმაილოვმა.

მანამდე პარლამენტში შიმშილობა „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ დაიწყო, რომელიც უკვე მე-14 დღეა შიმშილობს.

გარდა პარლამენტის დეპუტატებისა, შიმშილობა გამოაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბარამიძემ, რომელიც პარტიის ოფისში შიმშილობს.

ყველა მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას მოითხოვს.

მსგავსი პოსტები

Back to top button