მნიშვნელოვანისიახლეები

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები საველე ჰოსპიტალის საჭიროებაზე ისევ ალაპარაკდნენ

📌საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5 204 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

📌გარდაიცვალა კიდევ 83 პაციენტი.

📌დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 4 785 პირი.

📌კორონავირუსს საქართველოში 52 765 პაციენტი ებრძვის.

📌გუშინ საქართველოში 52 834 ტესტი ჩატარდა.

📌სულ ჩატარებულია – 2 057 216 აცრა, დღიურად ჩატარდა – 8 224.

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ქვეყანაში ყოველდღიურად მძიმდება. მედიკოსები საგანგაშო პროგნოზებს აკეთებენ.

მათი შეფასებით, თუ არსებული აქტიური შემთხვევების დღიური რაოდენობა შენარჩუნდება, ჯანდაცვის სისტემა ვეღარ გაუძლებს.

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები საველე ჰოსპიტალის საჭიროებაზე ისევ ალაპარაკდნენ და ყურადღებას მედპერსონალის დაკომპლექტების სირთულეზე ამახვილებენ.

“ჯოენი-ს” სამედიცინო ცენტრის ეპიდემიოლოგი მაია კაშია ამბობს, რომ ქვეყანაში ვაქცინირებულ პირთა საკმარისი რაოდენობა ამ დრომდე არ არის, ასევე არ ხდება რეგულაციების სათანადო დაცვა და კონტროლი რაც შესაძლოა ინფექციის უკონტროლო გავრცელებისა და მაღალ ლეტალობის მიზეზი გახდეს.

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავას განცხადებით, მოსალოდნელია კოლაფსი კლინიკურ ნაწილში, რადგან მედპერსონალი ისედაც გადაღლილია, ახალი მედპერსონალის პოვნა კი რთული იქნება.

მსგავსი პოსტები

Back to top button