მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციები კახეთში, სიღნაღიდან დაიწყო

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის წინ, მთავარ მოედანზე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერები, მხარდამჭერები და ადგილობრივები შეიკრიბნენ.
აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის განთავისუფლება და სამკურნალოდ გადაყვანა იყო.
ადგილობრივმა თვითმმართველობამ აქციისთვის ხელის შეშლა, მთავარ მოედანზე ავტომობილების განთავსებით სცადა, თუმცა მხარდამჭერები მერიის წინ, მაინც შეიკრიბნენ.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერების განმარტებით, აქციები კახეთის სხვა ქალაქებშიც ჩატარდება.
შეგახსენებთ, აქციები სხვადასხვა რეგიონებში პარტიის ახალმა თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა, სასამართლოს მიერ მიხეილ სააკაშვილისათვის სასჯელის გადავადებაზე უარის თქმის შემდეგ დაანონსა.
ხაბეიშვილის განმარტებით, აქტივობები, მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლებამდე არ შეწყდება.