მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ყვარლის პოლიციის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ყვარლის პოლიციის სამმართველოში, კორონა ვირუსის შემთხვევა გამოვლინდა.
კოვიდ19 ერთ-ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა, რომელიც გურჯაანის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს.
რადიო ჰერეთის ინფორმაციით, ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ჯერჯერობით, ცნობილი არ არის, იმყოფებოდა თუ არა, პოლიციელი სამსახურში, ან რამდენ თანამშრომელთან ჰქონდა კონტაქტი.
პოლიციელების ინფიცირების პირველი შემთხვევა, 16 სექტემბერს, სიღნაღის მუნიციპალიტეტში გამოვლინდა, როცა კოვიდ19, პოლიციის სამმართველოში, ორი თანამშრომელს დაუდასტურდა.
როგორი რეჟიმით გაგრძელდება ყვარლის პოლიციის სამმმართველოს მუშაობა, ჯერ ცნობილი არ არის.

მსგავსი პოსტები

Back to top button