მინისტრის პორტფელის დატოვება შესაძლოა ნოდარ ჯავახიშვილსაც მოუწიოს

გავრცელებული ინფორმაციით, თანამდებობას დატოვებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ნოდარ ჯავახიშვილი.

აღნიშნულთან დაკავშირებით მმართველ გუნდში გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.

ჯერჯერობით არ სახელდება სავარაუდო კანდიდატები, რომელთაგანაც ერთ-ერთმა შესაძლოა აღნიშნული სამინისტროს ხელმძღვანელის პორტფელი ჩაიბაროს.

როგორც ცნობილია, მინისტრთა კაბინეტში მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ საპარლამნტო არჩვენების დასრულების შემდეგ უკვე რამდენჯერმე არაოფიციალურად გავრცელდა. ასევე არაოფიციალური ინფორმაციით, თანამდებობას დატოვებს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, რომელსაც ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ჩაანაცვლებს, ეკონომიკურ უწყებას კი, სავარაუდოდ გიორგი გახარია უხელმძღვანელებს.

ასევე საუბარია ევროპული და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის დატოვებაზე, დავით ბაქრაძე შესაძლოა „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილმა წევრმა, ვიქტორ დოლიძემ შეცვალოს.

მსგავსი პოსტები

Back to top button