ახალი კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, მინსკში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებისადმი მიძღვნილი 9 მაისის სამხედრო აღლუმი გაიმართა.
მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილ აღლუმში, დაახლოებით, 3 000 სამხედრო პერსონალი მონაწილეობდა.
ადგილზე იყო 36 თვითმფრინავი, ვერტმფრენი და 150 ერთეული მძიმე ტექნიკა. დღეს პირველად საჯაროდ გამოიტანეს სარაკეტო სისტემა Fleita. ღონისძიებაზე მეორე მსოფლიო ომის ტანკი T-34-85-ც გამოიყვანეს.
რამდენიმე დღის წინ ალექსანდრ ლუკაშენკომ მთავრობის შეკრებაზე განაცხადა, რომ მთავრობა “უბრალოდ ვერ გააუქმებს აღლუმს”, რადგან “ეს ემოციური, ღრმად იდეოლოგიური ღონისძიებაა”.
9 მაისის მონაცემებით, ბელარუსში ახალი კორონავირუსი 21 101 ადამიანს დაუდასტურდა. 121 პაციენტი გარდაიცვალა. 5 484 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. ბელარუსში ეჭვობენ, რომ კორონავირუსით სიკვდილიანობა უფრო მაღალია.
ჯანმო-ს განცხადებით, ამჟამად ბელარუსში ეპიდემია ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მზარდია.
https://www.facebook.com/ru.euronews/videos/2657551387822315/