მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

მიშელის დოკუმენტის ანულირება დასავლეთზე უარის თქმას არ ნიშნავს-ზალკალიანი

დასავლეთის მხრიდან კრიტიკული შეფასებების მიუხედავად საგარეოს საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას საგანგაშოდ არ მიიჩნევს. ზალკალიანის თქმით, ქვეყნის დემოკრატიულ კურსს არაფერი ემუქრება და დასავლელ პარტნიორებს როგორ აუხსნიან ამ ნაბიჯს, მათი საქმეა.

„ნუ ინერვიულებთ, ყველაფერი იქნება კარგად ახსნილი, არანაირი რუსული სცენარი არ არის, ეს ჩვენი საქმეა”, – ამბობს ზალკალიანი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ “ქართულმა ოცნებამ” 19 აპრილის შეთანხმების ანულირება მოახდინა . მმართველი პარტიის ამ გადაწყვეტილებას დასავლეთის მხრიდან მკაცრი კრიტიკა მოჰყვა.

ეროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია და როგორც ცნობილია, მხარეებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. 28 ივლისს ის საფრანგეთში საქათველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button