მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

მიტროპოლიტი გერასიმე რუსეთის პატრიარქისადმი მიმართვას არასერიოზულად მიიჩნევს

 

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე შარაშენიძე,ოკუპირებულ აფხაზეთში მოღვაწე დეკანოზის ბესარიონ აპლიას განცხადებას და რუსეთის პატრიარქისადმი მიმართვას არასერიოზულად მიიჩნევს.

იგი განმარტავს, რომ ვერცერთი კანონიკური ქმედება აღნიშნულ ტაძრებში პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევის გარეშე არ ჩატარდება.

“შეუძლებელია, აპლიას წერილზე რეაგირება გააკეთოს რუსეთის ეკლესიამ, რადგან ეს არის არასერიოზული. განსაკუთრებით, დიდმარხვის პერიოდში, როცა ადამიანები ამ დროს იწყებენ მარხვას, ლოცვას, ეკლესია დაკეტო, ეს არასწორია. ადგილზე ადგილობრივმა “ხელისუფლებამ” და სასულიერო პირებმა უნდა გადაწყვიტონ, ასეთ პირთან რამე კავშირი უნდათ თუ არა.

რაც შეეხება ტაძრების გადაკეთებას, კვლავ მივმართავთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, ჩაერთონ ამ საკითხის მოგვარებაში, ჩვენი ეკლესიის მიმართვა არ ჰყოფნის, არ ვიცით, რატომ იკავებენ თავს და არაა რეაგირება, რადგან ეს არის მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და ჩვენგან ყოველთვის იქნება ადეკვატური რეაგირება,” – აღნიშნა მიტროპოლიტმა გერასიმემ.

ცნობისთვის,19 თებერვალს დეკანოზმა ბესარიონ აპლიამაფხაზური მედიისთვის მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში რუსეთის პატრიარქს თხოვნით მიმართა,რომ
მან „აფხაზურ ეკლესიას“ მიანიჭოს სტატუსი, რადგან მათ არ სურთ იყვნენ ქართული მართლმადიდებლური ავტოკეფალური ეკლესიის დაქვემდებარებაში, რადგან აპლიას თქმით, ეს ასე არასდროს ყოფილა და არც იქნება.

მისივე განცხადებით, საკითხის გადაწყვეტამდე აფხაზეთში მღვდელმსახურება მხოლოდ ერთ ტაძარში ჩატარდება.

ბესარიონ აპლიას უპასუხა საქართველოს საპატრიარქომაც მათ განცხადება სიცრუედ და ფაქტების დამახინჯებად შეაფასეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button