მნიშვნელოვანისიახლეები

„მიტროპოლიტი იოანე გამრეკელი უკვე წლებია „პატრიოტთა ალიანსთან“ თანამშრომლობს“

თეოლოგი ბასილ კობახიძე „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ გუშინ, ბაგრატის ტაძრის ეზოში გამართულ აქციას გამოეხმაურა. ირმა ინაშვილის და დავით თარხან-მოურავის პარტიამ წინასაარჩევნო შეხვედრა ბაგრატის ტაძრის ეზოში გამართეს.

„პატრიოტთა ალიანსის“ ორგანიზებული აქცია

ჩვენ ვიცით გასაღები სოხუმისა და ცხინვალის, ამიტომ ჩვენ უნდა დაგვიჭიროთ მხარი. ჩვენ შეგვიძლია დავიცვათ აჭარა თურქებისგან. რატომ ვართ ამ ეზოში? დაიცავით დედა ეკლესია და პატრიარქი, რომელსაც ებრძვის მთელი ქვეყანა. პატრიარქს ღიად ებრძვიან ვითომ მეუფე პეტრები, სააკაშვილები. 110 სკამია აქ და 400 კაცი ფეხზე დგას, სწორედ ამდენი ადამიანი მოვიდა ჩვენს შეხვედრაზე, – განაცხადა დავით თარხან-მოურავმა მიმართვისას.

 

ბასილ კობახიძის თქმით, პრორუსული ძალა ეკლესიის მხარდაჭერის გარეშე აქციას ვერ გამართავდა.

„პატრიოტთა ალიანსს“’ რატომ მისცა ეკლესიამ უფლება ბაგრატის ტაძრის ეზოში რომ ყრილობა ჩაეტარებინა და მართლმადიდებლობა ისევ გამოეყენებინა თავისი პოლიტიკური პროპაგანდისათვის? ეკლესიის ნებართვის გარეშე ტაძრის სიახლოვეს და მით უმეტეს ეზოში რამე გაჭაჭანდება? იმიტომ რომ ქუთათელი მიტროპოლიტი იოანე გამრეკელი უკვე წლებია „პატრიოტთა ალიანსთან“’ თანამშრომლობს, მათ ნატოს საწინააღმდეგო მანიფესტაციაშიც იღებდა მონაწილეობას. საქართველოში რუსული რბილი ძალის მთავარი დასაყრდენი არის მართლმადიდებელი ეკლესია“, – აცხადებს ბასილ კობახიძე და სოციალურ ქსელში 2014 წელს გადაღებულ ვიდეოს ავრცელებს.

ვიდეოში ჩანს, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ ორგანიზებულ „ნატოს“ საწინააღმდეგო აქციაზე ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტი, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის სახ. განათლების ცენტრის თავმჯდომარე მიტროპოლიტი იოანეც (ერისკაცობაში გურამ ვახტანგის ძე გამრეკელი) იმყოფებოდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button