მიწასთან გაასწორეს: ალეპო სისხლიანი იერიშის შემდეგ [Photo/Video]
მიმდინარე წლის 13 დეკემბერს სირიის სამთავრობო ჯარმა ალეპოს მთელ ტერიტორიაზე კონტროლი აღადგინა, – განაცხადა რუსეთის ფედერაციის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ვიტალი ჩურკინმა.
სირიის სამთავრობო ჯარმა მოკავშირეებთან ერთად სისხლიანი იერიშის შემდეგ ქალაქის აღმოსავლეთ რაიონებიდან ოპოზიციური ძალები სრულიად განდევნა.
გაეროს გენერალურმა მდივანმა, პან გი მუნმა განაცხადამ რომ ალეპოს დაბომბვის შემდეგ ბაშარ ასადის არმიამ ქალაქში მასობრივი სიკვდილით დასჯა მოაწყო. გენერალური მდივნის მონაცემებით, ალეპოს ოთხივე რაიონიდან სამოქალაქო პირები შეკრიბეს და დახვრიტეს. მათ რიცხვში ქალები და ბავშვებიც იყვნენ.
14 დეკემბერს ოპოზიციის მეომრებმა ალეპოს დატოვების შესახებ მოლაპარაკება დაარღვიეს, საკუთარი ძალები გადააჯგუფეს და სამთავრობო ჯარის პოზიცებს კვლავ შეუტიეს. ასადის სამხედროებმა ოპოზიციის იერიში მოიგერიეს და ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილის ტერიტორიაზე წმენდა გააგრძელეს.
ბოლო 24 საათის განმავლობაში ოპოზიციას დაქვემდებარებული რაიონები 6 ათასმა მშვიდობიანმა მოსახლემ დატოვა. ალეპო ნანგრევებად იქცა, განადგურებულია საცხოვრებელი უბნები, მეჩეთები და სხვა შენობა-ნაგებობები, ხოლო ასადი და რუსეთი ქალაქის სისხლიან იერიშს „ტერორისტებისგან განთავისუფლებას“ უწოდებენ.
გაეროს ჰუმანიტარული საკითხების კოორდინატორმა, იან ეგელანდმა ალეპოში ჩადენილ სისატიკეში რუსეთის ხელისუფლება და ბაშარ ასადის რეჟიმი დაადანაშაულა.