მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

მიწის ნაკვეთზე დავა საპატრიარქოსთან მოქალაქის სასარგებლოდ დასრულდა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ ცაიშში 5 648 კვ.მ სასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელიც სრულიად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მფლობელობაში იყო, მოქალაქე ლუარა დაგარგულიას დაუბრუნდა.

მესაკუთრის უფლებებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” იურისტები იცავდნენ.

“საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სრულად დააკმაყოფილა ჩვენი საჩივარი და ბათილად ცნო რეგისტრაციაზე უარის შესახებ გადაწყვეტილება. ამასთანავე, ბათილად იქნა ცნობილი აღნიშნული მიწის ნაკვეთის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისათვის რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის გადაწყვეტილება”, – აღნიშნულია TI-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ორგანიზაციის განმარტებით,დავა მოქალაქე ლუარა დაგარგულიას და საპატრიარქოს შორის, თითქმის წელიწადზე მეტი ხანს გრძელდებოდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button