მნიშვნელოვანისიახლეები

მიწის სისტემური აზომვის პროექტი, მთელი საქართველოს მასშტაბით, 3 წლის განმავლობაში განხორციელდება

” ვაჩქარებთ მიწის სისტემურ რეგისტრაციას მთელი საქართველოს მასშტაბით“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, თელავში, მიწის სისტემური რეფორმის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ღარიბაშვილის ინფორმაციით, სახელმწიფო სისტემური წესით აზომავს მიწის ნაკვეთებდ, მოიძიებს შესაბამის დოკუმენტაციას და დაარეგისტრირებს საკუთრებას.

“დღევანდელი მდგომარეობით, მკაფიოდ არ არის დადგენილი, თუ რომელი მიწის ნაკვეთებია სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის ან კერძო საკუთრებაში. ჩვენი ქვეყნის მიწების, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა, 1/3 დღემდე არ არის რეგისტრირებული. ეს ნიშნავს, რომ კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლება მრავალი ათასი ადამიანისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის სრულად არ არის რეალიზებული. ჩვენ ვაჩქარებთ მიწის სისტემურ რეგისტრაციას მთელი საქართველოს მასშტაბით. სახელმწიფო სისტემური წესით აზომავს მიწის ნაკვეთებს კონკრეტულ არეალებზე, მოიძიებს შესაბამის დოკუმენტაციას და დაარეგისტრირებს საკუთრებას”-განაცხადა ღარიბაშვილმა.

მიწის სისტემური აზომვის პროექტი, მთელი საქართველოს მასშტაბით, 3 წლის განმავლობაში განხორციელდება

აზომვა 59 მუნიციპალიტეტს, ქვეყნის 1000-ზე მეტ ადმინისტრაციულ ერთეულს, 4000-ზე მეტ დასახლებას მოიცავს.

პროექტის თანახმად, საკუთრებაში, ან სარგებლობაში არსებული, ასევე თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთები, მთლიანობაში , 1 200 000 ჰა მიწა აიზომება.

მიწის სისტემური რეფორმის პრეზენტაციას სხვადასხვა ქვეყნის ელჩები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button