მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთის ტყვეობაში დაახლოებით 1000 უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეა

უკრაინაში 1 900-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს

რუსეთის ტყვეობაში დაახლოებით 1000 უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეა, რომელთა ნახევარი ქალები არიან. ტყვეობაშია ასევე, დაახლოებით, 700 სამხედრო პირი, – ამის შესახებ ინფორმაციას ვიცე-პრემიერი ირინა ვერესჩუკი ავრცელებს.

კიევის ხელისუფლება მოქალაქეებს მოუწოდებს, უკრაინის დედაქალაქში ჯერ არ დაბრუნდნენ.

როგორც კიევის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციაში ამბობენ, რუსეთის სამხედრო ძალებმა განაახლეს კიევზე შეტევები.
ამასთან, ქალაქის შესასვლელში საავტომობილო მოძრაობა გადატვირთულია.

„ამ საცობების გამო ვერ გადაადგილდება ჰუმანიტარული დახმარება ვერ მოძრაობენ ექიმები, საგანგებო სიტუაციების სამსახურების წარმომადგენლები, სამხედროები“, – აცხადებენ კიევის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციაში.

მათი ინფორმაციით, ყოველდღიურად ქალაქში ბრუნდება 40-50 ათასი ადამიანი, რაც საფრთხეს უქმნის მოსახლეობას.

შეგახსენებთ, რომ აფეთქებების ხმა კიევში დღეს დილიდან ისმოდა. როგორც რუსული მედია ამტკიცებს, მათი სამიზნე სამხედრო ქარხანა გახდა.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ანტონ გერაშენკომ მარიუპოლიდან და უკრაინის სხვა ქალაქებიდან რუსეთში იძულებით გადაყვანილ ადამიანებს სამშობლოში დაბრუნებისთვის რამდენიმე რჩევა მისცა.

გერაშენკოს განცხადებით, ეს ბევრად მარტივია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც საზღვარგარეთის პასპორტი აქვთ. მისი თქმით, ასეთ ადამიანებს შეუძლიათ რუსეთიდან საქართველოში, ფინეთში, პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ნებისმიერ ქვეყანაში ჩავიდნენ.

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ 1 900-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს – ამის შესახებ BBC გაეროს ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით წერს.

“24 თებერვლიდან 14 აპრილამდე დაღუპული 1 982 მშვიდობიანი მოქალაქიდან 162 ბავშვი იყო”, – აცხადებენ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისში.

დაშავდა 2651 მშვიდობიანი მოქალაქე, მათგან 256 ბავშვი.

უწყების ცნობით, უმეტესობა დაბომბვისა და საჰაერო თავდასხმების დროს გარდაიცვალა.

მსგავსი პოსტები

Back to top button