მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

საქართველოს დელეგაცია უკრაინაში ჩავიდა

საქართველოს დელეგაცია უკრაინაში ჩავიდა.

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ტვიტერზე დაწერა:

“ჩამოვედი კიევში ჩემს კოლეგა ქართველ დეპუტატებთან ერთად, რათა ჩამოვიტანო საქართველოს მესიჯი: ჩვენ ვიზიარებთ თქვენს მწუხარებას, საქართველო მხარს უჭერს უკრაინას, ქართველები დგანან უკრაინელების გვერდით”.
დელეგაციაში მმართველი გუნდის და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები შედიან, გარდა ნაციონალური მოძრაობისა.

პაპუაშვილის თქმით, ქართველი ხალხი დგას უკრაინელების გვერდით.

8 აპრილს საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრი კასიანოვმა თქვა, რომ უკრაინის რადის თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბუჩაში ჩასვლის მიწვევა გაუგზავნა. მიწვევასთან დაკავშირებით მხარეებმა რამდენჯერმე გაცვალეს საჯარო და წერილობითი პოზიცია. “ქართული ოცნება” შალვა პაპუაშვილის უკრაინაში ვიზიტთან დაკავშირებით რამდენიმე წინაპირობას აყენებდა. საბოლოოდ გადაწყდა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უკრაინაში ჩავიდოდა.

რუსეთ-უკრაინის ომის გამო უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით, წინასწარი ცნობით, საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტი უკრაინაში ერთდღიანი იქნება.დელეგაციის წევრები ასევე გეგმავენ ქალაქ ბუჩაში ჩასვლას.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის 9 დეპუტატისგან შემდგარი დელეგაცია, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, კიევში იმყოფება. საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის დროს შალვა პაპუაშვილი შეხვედრას გამართავს თავის კოლეგასთან, რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკთან.

საპარლამენტო დელეგაცია, რომელსაც შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, კიევში იმყოფება. დელეგაციაში არიან საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერები – დავით სერგეენკო, არჩილ თალაკვაძე და ლევან იოსელიანი. ასევე, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია, „ლელოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი, „გირჩის“ წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი, „რესპუბლიკელი“ ხათუნა სამნიძე და პარტია „საქართველოსთვის“ წევრი – გიორგი ხოჯევანიშვილი.

ენმ-ის წევრები უკრაინაში 15 აპრილს ჩავიდნენ. კერძოდ, ქვეყანაში ჩავიდა ნიკა მელია, ეკა ხერხეულიძე და კობა ნაყოფია. მათთან ერთად არის საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button