მიწისძვრის შედეგად კახეთში ერთი ოჯახი დაზარალდა

18921981_1361355063959175_8329249223864229901_nწუხანდელი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღაროში, სადაც ეპიცენტრი იყო, ვარსიმაშვილების საცხოვრებელი სახლის კედელი გაიბზარა.

ოჯახის წევრები, რომლებიც ამ დროს სახლში იმყოფებოდნენ, არ დაშავებულან.

სტიქიის ეპიცენტრში ღამით კახეთის გუბერნატორიც ჩავიდა. ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, მიწისძვრას რაიონში მნიშვნელოვანი ზიანი არ გამოუწვევია.

მსგავსი პოსტები

Back to top button