მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

მიზანი მიღწეულია და ირანი ოპერაციის გაგრძელებას არ გეგმავს

„ჰამასი“ მიესალმება ისრაელზე ირანის თავდასხმას და აცხადებს, რომ ეს დამსახურებული პასუხია

ირანში განაცხადეს, რომ ისრაელის წინააღმდეგ ოპერაცია დასრულებულია. ამის შესახებ განცხადება ირანის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ხელმძღვანელმა, მოჰამედ ბაგერიმ გააკეთა.მისი თქმით, მიზანი მიღწეულია და ოფიციალური თეირანი ოპერაციის გაგრძელებას არ გეგმავს.

ამასთან, ირანის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ხელმძღვანელმა თქვა, რომ ირანელი სამხედროები მზად არიან და საჭიროების შემთხვევაში იმოქმედებენ.

„ჩვენი თვალსაზრისით, ოპერაცია დასრულებულია, მაგრამ შეიარაღებული ძალები მზად არიან და საჭიროების შემთხვევაში იმოქმედებენ“.

მისივე თქმით, ოპერაცია „წარმატებული“ იყო.

ირანის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის განცხადებით, ირანი „თანაზომად პასუხს“ გასცემს, თუ ისრაელი გადაწყვეტს, თავს დაესხას „ირანის ინტერესებს, თანამდებობის პირებსა და მოქალაქეებს“.

ირანში აცხადებენ, რომ ეს იყო „ჭეშმარიტი პასუზი“ ისრაელის მიერ ჩატარებულ ოპერაციაზე. თეირანის მიერ 13 აპრილს განხორციელებული იერიში იყო ირანის პასუხი პირველ აპრილს სირიის დედაქალაქ დამასკოში, ირანის საკონსულოზე მიტანილ დარტყმაზე, რასაც ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მაღალჩინოსნები ემსხვერპლნენ. ირანმა მომხდარში ისრაელი დაადანაშაულა და ირანის სუვერენიტეტის შელახვაში დასდო ბრალი.

შეგახსენებთ გუშინ, ცნობილი გახდა, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით ათობით დრონი გაუშვა. მოგვიანებით ინფორმაცია ბალისტიკური რაკეტების შესახებაც გავრცელდა. რამდენიმე საათის წინ IDF-ში განაცხადეს, რომ ისრაელმა, მოკავშირეებთან ერთად დრონებისა და რაკეტების აბსოლუტური უმრავლესობა ჩამოაგდო.

„ჰამასი“ მიესალმება ისრაელზე ირანის თავდასხმას და აცხადებს, რომ ეს დამსახურებული პასუხია.

ინფორმაციას „Times Of Israeli“ ავრცელებს.

„მიგვაჩნია, რომ ირანის მიერ ჩატარებული სამხედრო ოპერაცია მათი ბუნებრივი უფლება და დამსახურებული პასუხია ისრაელის მიერ დამასკოში, ირანის საკონსულოზე თავდასხმასა და „ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ რამდენიმე ლიდერის მკვლელობაზე“,- ნათქვამია „ჰამასის“ განცხადებაში.

ისრაელის მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით ათეულობით უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა. მოგვიანებით გავრცელდა ცნობა ირანის მიერ ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტების პირველი ტალღის გაშვების შესახებ. ამასთან, გაერო-ში ირანის მისიამ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ლეგიტიმური თავდაცვის შესახებ გაერო-ს წესდების 51-ე მუხლის საფუძველზე, ირანის სამხედრო ქმედება იყო პასუხი სიონისტური რეჟიმის აგრესიაზე დამასკოში, დიპლომატიურ შენობებზე თავდასხმაზე და „საკითხი შეიძლება, დასრულებულად ჩაითვალოს“.

მსგავსი პოსტები

Back to top button