მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

“მკვლელელებო”და”ტრიი” წითელი საღებავით გაკეთებული წარწერები თელავის მერიის წინ

“მკვლელელებო ” და “ტრიი”, წითელი საღებავით გაკეთებული ასეთი წარწერები დატოვეს დღეს თელავის მუნიციპალიტეტის მერიის წინ, პროტესტის ნიშნად.

წარწერები სამოქალაქო აქტივისტებმა და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა გააკეთეს.
სამოქალქო აქტივისტის, ვანო გომურაშვილის განმარტებით, ამ აქციით, ისინი მთავრობისა და პრემიერ- მინისტრის გადადგომის მოთხოვნას უერთდებიან.

“‘ჩვენ ვუერთდებით მოთხოვნას გადადგომის შესახებ. აქ იმიტომ დავტოვეთ წარწერები, რომ ამ შენობაში მომუშავე ადამიანები მთავრონის და პრემიერის დასაყრდენი არიან”- განაცხადა გომურაშვილმა.
მედიის წარმომადგენელს საპროტესტო აქცია თბილისში, გუშინ დაიწყო.

გამოსვლების მიზეზი, ტელეკომპანია პირველი ოპერატორის ლექსო ლაშაარავას გარდაცვალება გახდა, რომელსაც ჰომოფობიურმა ჯგუფებმა, 5 ივლისს, მოძრაობა ” სირცხვილიას” ოფისის კიბეებზე მძიმე დაზიანებები მიაყენეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115- ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button