კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

მკვლელობა კახეთში – ქალი მოკლეს მეუღლე კი დაჭრეს

სოფელ გურჯაანში ქალი მოკლეს, მისი მეუღლე კი დაჭრეს. წინასწარი ინფორმაციით, გურჯაანის მუნიციპლიტეტის სოფელ გურჯაანში მცხოვრებმა, ალექსანდრე ზარდიაშვილმა, ცოლ- ქმარს გურამ და მერი ზარდიაშვილებს სანადირო თოფიდან ესროლა.

მერი ზარდიაშვილი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მისი მეუღლე, მძიმე მდგომარეობაში, გურჯაანის ჯეო- ჰოსპიტალსის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ადგილობრივების განმარტებით, მკვლელობის სავარაუდო მოტივი, მიწის ნაკვეთთან დაკავშირებული დავაა,  რომელიც ორ ოჯახს შორის, წლების წინ დაიწყო.

შემთხვევის ადგილზე მუშაობენ ექპერტ-კრიმინალისტები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

მსგავსი პოსტები

Back to top button