“მოამბის” ჟურნალისტი სამსახურიდან გაათავისუფლეს

საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო გამოშვება მოამბის ჟურნალისტი ლაშა მესხი, სამსახურიდან გაათავისუფლეს.

მისი განმარტებით, ერთი თვის წინ 13 თანამშრომელს ერთ თვიანი კონტრაქტი გაუფორმეს, რომლის ვადაც გუშინ ამოიწურა, თუმცა მხოლოდ ის გაუშვეს სამსახურიდან და როგორც ამბობს ობიექტური მიზეზის გარეშე.

მესხის განცხადებით, “ეს არის იერიში არა მხოლოდ პირადად მასზე, არამედ მაუწყებლის დარგობრივ პროფკავშირზე”.

განმარტებები გააკეთა საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ამბების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

გიორგი გვიმრაძის თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ამ ეტაპზე ლაშა მესხთან თანამშრომლობის გაგრძელების შესაძლებლობას ვერ ხედავს. იგეგმება თუ არა სხვა თანამშრომლების გათავისუფლება, გიორგი გვიმრაძეს არ დაუკონკრეტებია.

მსგავსი პოსტები

Back to top button