საბადრაგო სამსახურმა პროცესზე სხვა პატიმარი მიიყვანა
საბადრაგო სამსახურმა თბილისიდან სიღნაღში პროცესზე სხვა დაკავებული ჩაიყვანა. ამის შესახებ ბრალდებულის ადვოკატმა, ზურაბ ბეგიაშვილმა განაცხადა.
“პროცესი, რომელიც სიღნაღის სასამართლოში უნდა გამართულიყო გადაიდო. მიზეზი კომიკურია. აღმოჩნდა, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში რამდენიმე პატიმარი ერთიდაიგივე სახელი და გვარით ირიცხება, რის გამოც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ნაცვლად, პროცესზე ჩემთვის უცნობი ბრალდებული მოიყვანეს”, – განაცხადა ბრალდებულის ადვოკატმა, ზურაბ ბეგიაშვილმა.
სასჯელაღსრულების სამინისტროში აცხადებენ, რომ ფაქტს სამინისტროს გენერალური ინსპექცია იკვლევს.
სიღნაღის რაიონულ სასამართლოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით დაკავებული პირის ბრალეულობაზე უნდა ემსჯელა. საქმე ეხება, სიღნაღში ტურისტის გაუპატიურებას, რის გამოც სამართალდამცველებმა ამ ბრალდებით ერთი პირი რამდენი თვის წინ დააკავეს.
ადვოკატი, ზურაბ ბეგიაშვილი_ხმა ►