საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ახალი კრიტერიუმები ამოქმედდა

დღეიდან, 1 მარტიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩასართავად ახალი კრიტერიუმები ამოქმედდა.

სამედიცინო დაწესებულებებში სელექციური კონტრაქტირება იწყება და ის ჯერ დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის მიმართულებას შეეხება. სელექციური კონტრაქტირება განხორციელდება მხოლოდ იმ კლინიკებში, სადაც წელიწადში, სულ ცოტა, 500 მშობიარეა.

“სამედიცინო დაწესებულებების სელექციური კონტრაქტირების ამოცანაა უფრო მაღალი ხარისხის დანერგვა. პირველ ეტაპზე, ეს შეეხო ყველაზე უფრო მნიშვნელოვან მიმართულებას – დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობას. შემოვიდა დამატებითი კრიტერიუმები, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაში დიდ ქალაქებში სამედიცინო დაწესებულებებს შესაძლებლობა ექნებათ, საყოველთაო ჯანდაცვაში ჩაერთონ. ეს კრიტერიუმი მოიცავს რამდენიმე მიმართულებას: ინფექციებზე კონტროლის ხარისხს, ახალშობილთა და ორსულთა მოვლას. ასევე, გარკვეულ ინფრასტრუქტურულ და აღჭურვილობით კრიტერიუმებს”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.

პირველ ეტაპზე ცვლილებები სამ ქალაქში: თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში განხორციელდება. ამ ქალაქებში უკვე არსებობს 2 ან მეტი სერვისების მიმწოდებელი დაწესებულება.

მსგავსი პოსტები

Back to top button