მსოფლიოსაქართველოსიახლეები

მობილური აპლიკაცია STOP COVID უკვე ხელმისაწვდომია

ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, ინოვაციური აპლიკაცია STOP COVID შეიქმნა, რომლის მიზანი COVID-19-ის ადრეული გამოვლენა და პრევენციაა.

აპლიკაცია გადმოსაწერად უკვე ხელმისაწვდომია Google Play-სა და App Store-ში.

„​ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი აპლიკაცია, რომელიც წარმატებით იქნა გამოყენებული, როგორც სამხრეთ კორეაში, ასევე იაპონიაში. დღეიდან, ჩვენს მოქალაქეებს საშუალება ეძლევათ, ჩვენს ხელისუფლებასთან ერთად ებრძოლონ და პრევენციული ღონისძიებები გაატარონ კოვიდ ინფექციის გავრცელების მხრივ. ეს აპლიკაცია გახლავთ ევროპულ კნონმდებლობაზე დაყრდნობით შექმნილი, რომელიც სრულიად იცავს ჩვენს პერსონალურ ინფორმაციას“. – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button