საქართველოსიახლეები

“გადაიყვანეთ მრევლი ლიტურგიიდან ორკვირიან კარანტინში”

საქართველოს მოქალაქეები ხელისუფლებას პეტიციით მიმართავენ და მოითხოვენ, რომ სააღდგომო ლიტურგიიდან მრევლი ორკვირიან კარანტინში გადაიყვანონ, როგორც ეს სხვა სარისკო ვითარებებში ხდება.

“საქართველოს მთავრობას!

გთხოვთ, უზრუნველყოთ საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოება ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით.

გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს მოსახლეობის ნაწილი არ ექვემდებარება საგანგებო მდგომარეობით დადგენილ წესებს და კომენდანტის საათის მიუხედავად, დაგეგმილია სააღდგომო ლიტურგიის ჩატარება, რაც არაერთ რისკთან არის დაკავშირებული, მოვითხოვთ, აღდგომის ღამეს, ყველა ეკლესიასთან დააყენოთ პატრული და საზეიმო წირვის შემდეგ მრევლი გადაიყვანოთ ორკვირიან კარანტინში, ისე, როგორც ამას აკეთებდით სხვა სახიფათო და სარისკო სიტუაციებში.” – ვკითხულობთ პეტიციის მიმართვაში, რომლის ავტორი მოქალაქე მაია ცირამუაა.

12 საათის განმავლობაში პეტიციას უკვე 1500-მდე მოქალაქემ მოაწერა ხელი.

პეტიცია ღიაა და მასზე ხელის მოწერა ყველას შეუძლია.

ხელისუფლებამ და საპატრიარქომ მიიღეს ერთობლივი გადაწყვეტილება, აღდგომის ღამეს მოქალაქეები ლიტურგიას დაესწრონ, ხელისუფლება კი, ტაძრებში სოციალურ დისტანცირებას უზრუნველყოფს.

კომენდანტის საათი და მისი დარღვევისთვის გათვალისწინებული ჯარიმა ძალაში რჩება. შესაბამისად, მრევლი ტაძრებში საღამოს 21:00 საათიდან დილის 06:00-საათამდე უნდა დარჩეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button