საქართველოსიახლეები

ნოდარ მელაძემ “მთავარი არხი” დატოვა

ტელეკომპანია “მთავარი არხის” საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნოდარ მელაძემ სამსახური დატოვა. ინფორმაცია16 აპრილს, გვიან ღამით, სოციალურ ქსელში ტელეკომპანიის თანამშრომლის, ვასილ დაბრუნდაშვილის ფეისბუქის სტატუსით დადასტურდა.

“მადლობა თანამშრომლობისთვის და მადლობა ყველაფრისთვის მართალია ცოტა ხნით იყო მაგრამ რაც იყო, კარგი იყო”, – დაწერა მან სოციალურ ქსელში ნოდარ მელაძის მისამართით.

ინფორმაცია არხიდან ნოდარ მელაძის წასვლის შესახებ, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ვრცელდებოდა, თუმცა, არც თავად ნოდარ მელაძე და არც არხის დირექტორი სატელეფონო ზარებს არ პასუხობდნენ.

“მთავარი არხის” დაარსებამდე, ნოდარ მელაძე თითქმის 6 წლის განმავლობაში “რუსთავი2-ში” მუშაობდა. მას შემდეგ, რაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, “რუსთავი 2-ს” მფლობელი შეეცვალა და ახალმა დირექტორმა ნოდარ მელაძე საინფორმაციო სამსახურის უფროსობოდან გაათავისუფლა, მან არხის სხვა თანამშრომლებთან ერთად “მთავარ არხზე” გადაინაცვლა.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ არხი შესაძლოა სხვა თანამშრომლებმაც დატოვონ. ინფორმაცია დაუდასტურებელია, შესაბამისად, “მედიაჩეკერი” ამ თანამშრომლების ვინაობას არ ასაჯაროებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button